ვებგვერდით pmushop.ge სარგებლობის წესები და პირობები
1. ზოგადი დებულებები
1.1 წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ვებგვერდით pmushop.ge სარგებლობის წესებსა და პირობებს (შემდგომში — „წესები და პირობები“).
1.2 წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად სავალდებულო ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება მომხმარებელსა და შპს „ფი ემ იუ შოპ ჯორჯია“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 405831792, რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, შროშის ქუჩა, N 8-10, ბინა 26) შორის.
1.3. შპს „ფი ემ იუ შოპ ჯორჯია“ წინამდებარე წესებსა და პირობებში შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც „PMU SHOP“.
1.4. PMU SHOP-ის ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან, პერსონალური მონაცემის დამუშავების პოლიტიკასთან და სხვა რეგულაციებთან ერთად, წარმოადგენს ერთიან სამართლებრივ დოკუმენტს და განიხილება როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.
1.5.ვებგვერდზე რეგისტრაციის ან/და შეკვეთის განთავსების დროს მომხმარებელი სრულად ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის წესებს და აცხადებს თანხმობას მათ სამართლებრივ ძალაზე.
1.6. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება PMU SHOP-ის სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, მას აქვს უფლება, არ გამოიყენოს ვებგვერდი. ამასთან, PMU SHOP მომხმარებელს მიმართავს თხოვნით, შენიშვნები მიაწოდოს კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: info@pmushop.ge.
1.7. დამატებითი კითხვების, პრეტენზიის ან თხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია PMU SHOP-ს დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. PMU SHOP-ის გუნდი მზად არის დეტალური პასუხი გასცეს მომხმარებლის ნებისმიერ შეკითხვას.
2. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
- ანგარიში — მომხმარებლის მიერ PMU SHOP-ზე რეგისტრირებული პირადი ანგარიში;
- PMU SHOP (შემდგომში „ჩვენ“) — საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „ფი ემ იუ შოპ ჯორჯია“ , საიდენტიფიკაციო კოდი: 405831792 , რეგისტრირებული მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, შროშის ქუჩა, N 8-10, ბინა 26;
- ვებგვერდი — PMU SHOP-ის კუთვნილი ინტერნეტ პლატფორმა, რომელიც განთავსებულია დომენზე: pmushop.ge;
- მესამე პირი — ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება, რომელიც არ წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს;
- მომხმარებელი — იურიდიული პირი ან 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირდება ვებგვერდზე და ახორციელებს პროდუქციის შეძენას;
- მომხმარებლის თანხმობა — მომხმარებლის მიერ წინამდებარე დოკუმენტის გაცნობისა და მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება;
- პირდაპირი მარკეტინგი — ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება საქონლის, მომსახურების, იდეის ან/და წამოწყების პოპულარიზაციის, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირებისა და შენარჩუნების მიზნით;
- რეგისტრაცია — ვებგვერდზე მომხმარებლის პირადი ანგარიშის შექმნა;
- საკურიერო კომპანია (დელივერი) — PMU SHOP-ის მიერ შერჩეული პარტნიორი საკურიერო მომსახურების გამწევი კომპანია, რომელიც ახორციელებს შეძენილი პროდუქციის მომხმარებლისთვის მიწოდებას.
3. ხელშეკრულების საგანი და ანგარიშის გახსნა
3.1. ვებგვერდზე ანგარიშის გახსნით მომხმარებელს ეძლევა საშუალება, დაათვალიეროს და შეიძინოს PMU SHOP-ზე განთავსებული პროდუქცია.
3.2. მომხმარებლის მიერ გაკეთებული თითოეული შეკვეთა წარმოადგენს ცალკეულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მხარეები არიან ვებგვერდის მომხმარებელი და PMU SHOP. შეკვეთის გაფორმებისას ავტომატურად გენერირდება ნასყიდობის საგანი, მისი ღირებულება და მიწოდების პირობები.
4. რეგისტრაცია და უსაფრთხოება
4.1. PMU SHOP-ზე პროდუქციის შესაძენად საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის აუცილებელია ფორმის შევსება შემდეგი სავალდებულო მონაცემების მითითებით:
- სახელი და გვარი / იურიდიული პირის დასახელება;
- მიწოდების მისამართი;
- ელექტრონული ფოსტა;
- მობილური ტელეფონის ნომერი;
- სისტემაში შესასვლელი პაროლი.
4.2. მომხმარებელს რეგისტრაციის გავლა შეუძლია როგორც პროდუქტის შეძენის პროცესში, ისე შეძენამდეც.
4.3. მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:
- მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის სრული, ზუსტი და აქტუალური;
- იგი არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი და ქმედუნარიანი პირი;
- არ გამოიყენებს სხვა პირის ინფორმაციას ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით;
- არ გამოიყენებს ისეთ მომხმარებლის სახელს, რომელიც არის შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან არღვევს სხვა პირთა უფლებებს;
- არ გამოიყენებს ვებგვერდს ყალბი ინფორმაციის გავრცელების ან სხვა პირის/კომპანიის განსახიერების მიზნით;
- არ გამოიყენებს არანაირ მოწყობილობას, პროგრამას ან სკრიპტს ვებგვერდიდან ინფორმაციის ავტომატური მოპოვების (Scraping/Mining) ან ვებგვერდის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლის მიზნით;
- დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს; არ განახორციელებს PMU SHOP-ზე არსებული ინფორმაციის (ლოგო, პიქტოგრამა, სურათი, გრაფიკა, სასაქონლო ნიშანი, დიზაინი) უნებართვო გამოყენებას კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
- არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და PMU SHOP-ის პოლიტიკით.
5. შეკვეთის გაფორმება და პროდუქციის შეძენა
5.1. პროდუქტის ვირტუალურ კალათაში მოთავსების შემდეგ, შეკვეთის დასასრულებლად მომხმარებელი უთითებს მიწოდების მისამართსა და საკონტაქტო მონაცემებს.
5.2. ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია. არასწორი ან არასრული მონაცემების მითითების შემთხვევაში, პროდუქციის მიწოდების შეფერხებაზე ან შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მომხმარებელს.
5.3. PMU SHOP იტოვებს უფლებას, უარი თქვას შეკვეთის შესრულებაზე ან გააუქმოს იგი, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი თაღლითობის, არასწორი მონაცემების მითითების ან უნებართვო/უკანონო ტრანზაქციის შესახებ. 5.4. PMU SHOP უფლებამოსილია, ცალმხრივად დააწესოს ან შეცვალოს შეკვეთის მინიმალური ან/და მაქსიმალური ჯამური ღირებულების ლიმიტი.
5.5. PMU SHOP იტოვებს უფლებას გააუქმოს ან უარი თქვას შეკვეთის შესრულებაზე შემდეგ შემთხვევებში:
- პროდუქტის მარაგის არარსებობა;
- ტექნიკური ან სისტემური შეცდომა;
- თაღლითობის ან საეჭვო ტრანზაქციის რისკი;
- სხვა ობიექტურად გამართლებული გარემოება, რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.
5.6. შეძენილი პროდუქციის გაცვლისა და დაბრუნების პირობები რეგულირდება დამოუკიდებელი დოკუმენტით, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე („დაბრუნების პოლიტიკა“) და შედგენილია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
6. მიწოდების წესები და პირობები
6.1. მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ შეძენილი პროდუქციის მიწოდებას განახორციელებს PMU SHOP-ის პარტნიორი საკურიერო კომპანია.
6.2. საკურიერო მომსახურების გაწევის მიზნით, PMU SHOP უფლებამოსილია საკურიერო კომპანიას გადასცეს მომხმარებლის მიერ მითითებული პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, მიწოდების მისამართი და ტელეფონის ნომერი.
6.3. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნივთის შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი მომხმარებელზე გადადის იმ მომენტიდან, როდესაც PMU SHOP გადასცემს ნივთს საკურიერო კომპანიას.
6.4. PMU SHOP მიაწვდის მომხმარებელს პროდუქციას შემდეგ ვადებში:
- თბილისი: 1 - 3 სამუშაო დღე;
- საქართველოს რეგიონები: 3 -7 სამუშაო დღე.
6.5. მომხმარებელი ვალდებულია პროდუქციის მიღებისთანავე შეამოწმოს მისი მდგომარეობა და შესაბამისობა შეკვეთასთან, ამასთან თუ შეკვეთის მდგომარეობა და შესაბამისობა დარღვეულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ვებგვერდის წარმომადგენელს.
7. შეკვეთის გაუქმება და ანგარიშსწორება
7.1. თუ მომხმარებელი ახორციელებს ერთზე მეტი პროდუქტის შეკვეთას და შეკვეთის დამუშავების დასრულებამდე გადაწყვეტს ერთ-ერთი მათგანის გაუქმებას, კომპანია უფლებამოსილია მომხმარებლისგან მოითხოვოს შეკვეთის სრულად გაუქმება და ახალი შეკვეთის ფორმირება (ტექნიკური საჭიროებიდან გამომდინარე).
7.2. ვებგვერდზე ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ფორმით, საბანკო ბარათების ან პლატფორმაზე ინტეგრირებული სხვა გადახდის არხების საშუალებით.
7.3. შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი გადამისამართდება პარტნიორი ბანკის/საგადახდო პროვაიდერის უსაფრთხო გვერდზე. PMU SHOP-ს არ აქვს წვდომა მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემებზე და არ ინახავს მათ.
7.4. ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი ვებგვერდის ეკრანზე და მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს შეკვეთის დადასტურების შეტყობინებას.
8. პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა
8.1 თუ PMU SHOP მიიჩნევს, რომ მომხმარებელმა დაარღვია წინამდებარე წესები და პირობები, დარეგისტრირდა ყალბი მონაცემებით ან დაარღვია PMU SHOP ვებსაიტით სარგებლობის სხვა წესი, კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად შეუზღუდოს ან გაუუქმოს მას ვებგვერდზე წვდომა, რის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტით.
8.2 მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გააუქმოს თავისი ანგარიში. თუ ვებგვერდზე (ან აპლიკაციაში) ინტეგრირებულია ფუნქციონალი „ანგარიშის წაშლა“, მომხმარებელს შეუძლია მისი გამოყენება. სხვა შემთხვევაში, მომხმარებელმა ანგარიშის გაუქმების მოთხოვნით უნდა მიმართოს მხარდაჭერის გუნდს ელ-ფოსტის მეშვეობით: info@pmushop.ge
9. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
9.1. PMU SHOP მაქსიმალურად უზრუნველყოფს პლატფორმის უსაფრთხოებას, თუმცა არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდი იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი, შეცდომებისგან, ვირუსებისგან ან ტექნიკური ხარვეზებისგან თავისუფალი.
9.2. PMU SHOP არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების (მათ შორის, ინტერნეტ პროვაიდერების, მობილური ოპერატორების ან საგადახდო სისტემების) მუშაობით გამოწვეულ შეფერხებებზე.
9.3. PMU SHOP იხსნის პასუხისმგებლობას იმ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის მიერ საკუთარი ავტორიზაციის მონაცემების (პაროლის) მესამე პირებისთვის გადაცემით ან გაუფრთხილებლობით.
9.4. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მიერ დადგინდება PMU SHOP-ის ბრალეული პასუხისმგებლობა, ზიანის ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი შემოიფარგლება სადავო (შეძენილი) პროდუქტის ღირებულების ოდენობით.
10. პირდაპირი მარკეტინგი
10.1. პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის (სარეკლამო მასალების, ფასდაკლებებისა და სიახლეების გაგზავნა SMS-ის ან ელ-ფოსტის საშუალებით), PMU SHOP გამოიყენებს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს (სახელი, ტელეფონი, ელ-ფოსტა) მხოლოდ მომხმარებლის მიერ გამოხატული წინასწარი, ნებაყოფლობითი და აქტუალური თანხმობის შემთხვევაში.
10.2. მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი საფასურის ან შეზღუდვის გარეშე, გამოიხმოს პირდაპირი მარკეტინგის შესახებ გაცემული თანხმობა.
10.3. თანხმობის გამოხმობა შესაძლებელია მომხმარებლის პროფილიდან, შესაბამისი ღილაკის გამორთვით. PMU SHOP შეწყვეტს პირდაპირ მარკეტინგს მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა.
10.4. მარკეტინგული შეტყობინებების შეწყვეტა არ ავალდებულებს PMU SHOP-ს შეწყვიტოს სისტემური და სერვისული შეტყობინებების გაგზავნა (მაგ: შეკვეთის სტატუსი, პაროლის აღდგენა, წესების ცვლილება).
11. ინტელექტუალური საკუთრება და საავტორო უფლებები
11.1. ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ტექსტი, დიზაინი, გრაფიკა, ანიმაცია, ლოგო და სასაქონლო ნიშანი წარმოადგენს PMU SHOP-ის (შპს „ფი ემ იუ შოპ ჯორჯია“) ექსკლუზიურ ინტელექტუალურ საკუთრებას, რომელიც დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით.
11.2. ვებგვერდზე პროდუქციის შეძენით მომხმარებელზე არ გადადის არანაირი საავტორო ან ინტელექტუალური საკუთრების უფლება პლატფორმის ელემენტებზე.
11.3. PMU SHOP-ის სასაქონლო ნიშნებისა და გრაფიკული გამოსახულებების უნებართვო გამოყენება, კომერციული მიზნებისთვის კოპირება ან ნებისმიერი რეპროდუქცია მკაცრად აკრძალულია და გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას (მათ შორის, საადვოკატო და სასამართლო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას).
11.4. თუ მიგაჩნიათ, რომ ვებგვერდზე განთავსებული რომელიმე მასალა არღვევს თქვენს საავტორო უფლებებს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტაზე სათაურით: „საავტორო უფლების დარღვევა“: info@pmushop.ge
12. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა
12.1. წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
12.2. მხარეები თანხმდებიან, რომ ნებისმიერი უთანხმოების შემთხვევაში, მხარეები ეცდებიან მოლაპარაკებით მოაგვარონ დავა.
12.3. მოლაპარაკებების წარუმატებლობის შემთხვევაში, დავა განსახილველად გადაეცემა სასამართლოს.
12.4. წინამდებარე დოკუმენტის რომელიმე პუნქტის ბათილად ცნობა (მაგალითად, კანონმდებლობის ცვლილების გამო) არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ან მისი სხვა პუნქტების ბათილობას.
13. ცვლილებები და დამატებები
13.1. PMU SHOP იტოვებს უფლებას, წინამდებარე დოკუმენტში ნებისმიერ დროს, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ან/და დამატებები. ცვლილებები ძალაში შედის ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
13.2.. მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ კომპანია ვებგვერდის ან ელ-ფოსტის საშუალებით შეატყობინებს მომხმარებელს. ცვლილებების გამოქვეყნების შემდეგ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელება მიიჩნევა მომხმარებლის თანხმობად ახალ პირობებზე.