მიწოდების წესები და პირობები
- მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ შეძენილი პროდუქციის მიწოდებას განახორციელებს PMU SHOP-ის პარტნიორი საკურიერო კომპანია.
- საკურიერო მომსახურების გაწევის მიზნით, PMU SHOP უფლებამოსილია საკურიერო კომპანიას გადასცეს მომხმარებლის მიერ მითითებული პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, მიწოდების მისამართი და ტელეფონის ნომერი.
- საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნივთის შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი მომხმარებელზე გადადის იმ მომენტიდან, როდესაც PMU SHOP გადასცემს ნივთს საკურიერო კომპანიას.
PMU SHOP მიაწვდის მომხმარებელს პროდუქციას შემდეგ ვადებში:
- თბილისი: 1 - 3 სამუშაო დღე;
- საქართველოს რეგიონები: 3 -7 სამუშაო დღე.
მომხმარებელი ვალდებულია პროდუქციის მიღებისთანავე შეამოწმოს მისი მდგომარეობა და შესაბამისობა შეკვეთასთან, ამასთან თუ შეკვეთის მდგომარეობა და შესაბამისობა დარღვეულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ვებგვერდის წარმომადგენელს.