ACADEMY TINEL GEORGIA - საბაზისო კურსი
ACADEMY TINEL GEORGIA-მ საბაზისო კურსზე რეგისტრაცია დაიწყო
თუ პიგმენტური მაკიაჟის სფეროში პროფესიული განვითარების სურვილი გაქვთ ან გსურთ ახალი კარიერა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაიწყოთ, ACADEMY TINEL GEORGIA გთავაზობთ საბაზისო კურსს, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას.
კურსი 21 სექტემბრიდან იწყება და მას გაუძღვებიან გამოცდილი ტრენერები ნინო ჯავახიძე და თათია გაბისონია, რომლებიც სტუდენტებს თანამედროვე ტექნიკებსა და საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ცოდნას გაუზიარებენ.
სასწავლო პროგრამა მოიცავს პიგმენტური მაკიაჟის ძირითად მიმართულებებს: წარბის, ტუჩისა და კლასიკური ლაინერის ტექნიკებს, ასევე ქოლორისტიკას, რაც სწორი ფერების შერჩევისა და გამოყენების საფუძველს წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კონტენტის შექმნასა და მართვასაც, რაც თანამედროვე სილამაზის ინდუსტრიაში წარმატებული სპეციალისტისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
კურსის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას, შეისწავლიან მშრალი პიგმენტებით მუშაობის ტექნიკებს, დაესწრებიან ტრენერების მასტერ-კლასებს და ინდივიდუალურად იმუშავებენ მოდელებზე. პროგრამა ასევე მოიცავს პროფესიონალურ ფოტოსესიასა და სპეციალურ ლექციას კონტენტის შექმნისა და მართვის შესახებ.
სწავლის პროცესში მონაწილეები მიიღებენ ყველა აუცილებელ მასალასა და ინვენტარს, მათ შორის პიგმენტებს, ნემსებსა და კარტრიჯებს, კანის ტიპის სავარჯიშო მასალებს, აპარატს, ანესთეტიკსა და მოვლის საშუალებებს. გარდა ამისა, შესრულებული ნამუშევრები პროფესიონალური მაკრო ლინზით გადაიღება, რაც სტუდენტებს საკუთარი პორტფოლიოს გამდიდრებაში დაეხმარება.
ბონუსად, კურსის მონაწილეები დაესწრებიან PANTERA-ს ყურის გახვრეტის ახალი ტექნოლოგიის მასტერ-კლასსა და პრაქტიკულ ტრენინგს.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ დიპლომი, სერტიფიკატი და სპეციალური თასი, რაც მათი მიღწევებისა და პროფესიული განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება იქნება.
კურსის ღირებულება 3500 ლარს შეადგენს.
ACADEMY TINEL GEORGIA მრავალწლიანი გამოცდილების, თანამედროვე სწავლების მეთოდებისა და საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე მომავალ სპეციალისტებს აძლევს შესაძლებლობას, შეიძინონ პროფესია, რომელიც კონკურენტულ უპირატესობასა და წარმატებული კარიერის საფუძველს ქმნის.
რეგისტრაცია უკვე დაიწყო, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.