გახდი PMU CLUB-ის წევრი
PMU SHOP GEORGIA წარმოგიდგენთ PMU CLUB-ს - პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობა პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტებისთვის
პერმანენტული მაკიაჟის სფერო მუდმივად ვითარდება - ჩნდება ახალი ტექნოლოგიები, ინოვაციური პროდუქტები და თანამედროვე მიდგომები, რომლებიც სპეციალისტებს პროფესიული ცოდნის განახლებასა და განვითარებაში ეხმარება. სწორედ ამ მიზნით, PMU SHOP GEORGIA ქმნის PMU CLUB-ს - პროფესიულ სივრცეს, რომელიც აერთიანებს ინდუსტრიის წარმომადგენლებს და მათთვის ექსკლუზიურ შესაძლებლობებს სთავაზობს.
1 სექტემბრამდე გახდით PMU CLUB-ის წევრი და სულ რაღაც 2 ლარად დღეში მიიღეთ წვდომა წელიწადში ორჯერ გამართულ პროფესიულ ღონისძიებებზე კონფერენციებზე, სემინარებსა და მასტერ კლასებზე.
PMU CLUB-ის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად აირჩიონ მათთვის ყველაზე საინტერესო ორი ღონისძიება სპეციალურად შედგენილი კალენდრიდან და მიიღონ მაქსიმალური სარგებელი პროფესიული განვითარებისთვის.
კლუბის წევრობა მოიცავს:
• საერთაშორისო სპიკერებისა და TOP სპეციალისტების გამოცდილების გაზიარებას;
• პროფესიულ პრეზენტაციებსა და პრაქტიკულ დემო ჩვენებებს;
• პერმანენტული მაკიაჟის ინდუსტრიის უახლესი ტენდენციებისა და ტექნოლოგიების გაცნობას;
• ახალი პროფესიული კონტაქტების შექმნისა და ქსელის გაფართოების შესაძლებლობას.
PMU CLUB-ის წევრებისთვის ღონისძიებები გახდება არა მხოლოდ ცოდნის მიღების, არამედ გამოცდილების გაზიარებისა და ინდუსტრიის პროფესიონალებთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი პლატფორმა.
გარდა პროფესიული განვითარების შესაძლებლობებისა, ღონისძიებების ფარგლებში წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, შეიძინონ წამყვანი პარტნიორი ბრენდების პროდუქცია სპეციალური ფასდაკლებით.
PMU SHOP GEORGIA-ს პარტნიორი ბრენდებია:
FACE • BROVI • PEINTO • TINEL • iColor • THE PIGMENT • NUVA COLORS • SAVICH • SHEFER • KWADRON • DEFENDERR • EMALLA • EASYART • PANTERA
ასევე, PMU CLUB-ის თითოეული წევრი მიიღებს დამატებით ბონუსს -10%-იან ფასდაკლებას PMU SHOP GEORGIA-ს სრულ ასორტიმენტზე.
PMU CLUB - ეს არის შესაძლებლობა, განავითაროთ პროფესიული უნარები, გაეცნოთ ინდუსტრიის სიახლეებს, მიიღოთ საერთაშორისო გამოცდილება და გახდეთ პროფესიული საზოგადოების ნაწილი.
რეგისტრაცია უკვე დაიწყო. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.