HUONG TRA-ს MAGIC BROWS - საერთაშორისო მასტერ კლასი თბილისში
მსოფლიოში აღიარებული PMU ექსპერტის უნიკალური ტრენინგი ირინა სააკაშვილის საერთაშორისო PM კლუბის ორგანიზებით
2026 წლის 30 ოქტომბერს, თბილისში, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში, გაიმართება პერმანენტული მაკიაჟის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება - MAGIC BROWS-ის ექსკლუზიური მასტერ კლასი, რომელსაც გაუძღვება მსოფლიოში აღიარებული PMU ექსპერტი და ტრენერი HUONG TRA.
ღონისძიებას წარმოგიდგენთ ირინა სააკაშვილის საერთაშორისო PM კლუბი, რომელიც მუდმივად ზრუნავს საქართველოში პერმანენტული მაკიაჟის სფეროს განვითარებაზე და ქართველ სპეციალისტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ცოდნა მსოფლიო დონის პროფესიონალებისგან.
HUONG TRA - ჰიპერრეალისტური ღეროვანი წარბის საავტორო MAGIC BROWS ტექნიკის შემქმნელია. მისი მეთოდი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად ითვლება და აერთიანებს თანამედროვე ტექნიკას, ზუსტ ფერთა შერჩევას და ბუნებრივი ეფექტის შექმნის უნიკალურ მიდგომას.
მასტერ კლასის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას უშუალოდ HUONG TRA-სგან და შეისწავლიან ტექნიკის ძირითად პრინციპებს, რომლებიც აუცილებელია მაღალი ხარისხის შედეგის მისაღებად.
თეორიული ნაწილი მოიცავს:
- პროფესიონალური აპარატების სწორ შერჩევასა და გამოყენებას;
- ნემსებისა და კარტრიჯების თავისებურებებს;
- პიგმენტების სწორად შერჩევას;
- კანის ტიპების ანალიზსა და მუშაობის თავისებურებებს;
- ანესთეტიკების გამოყენების პრინციპებს;
- ნემსის დახრის სწორ კუთხეებს;
- კანთან სწორი კონტაქტის ტექნიკას;
- ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს და მათი თავიდან აცილების გზებს.
პრაქტიკული ნაწილი მოიცავს:
ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი დაეთმობა MAGIC BROWS ტექნიკის დეტალურ შესწავლას. მონაწილეები გაეცნობიან:
- ხელის სწორი პოზიციისა და მოძრაობის ტექნიკას;
- 1RL და 3RL ნემსების/კარტრიჯების ეფექტურ გამოყენებას;
- ესკიზის შექმნის მეთოდებს;
- ჰიპერრეალისტური შტრიხების შესრულების ტექნიკას;
- ლატექსზე პრაქტიკულ მუშაობას HUONG TRA-ს ინდივიდუალური ესკიზების მიხედვით;
- ცოცხალ დემონსტრაციას მოდელზე;
- კითხვა-პასუხის სესიას;
- მონაწილეთა ნამუშევრების დეტალურ განხილვასა და პროფესიულ კორექტირებას.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილე მიიღებს MAGIC BROWS-ის ოფიციალურ სერტიფიკატს, რომელიც დაადასტურებს საერთაშორისო ტრენინგში მონაწილეობას.
სპეციალური შეთავაზებები ღონისძიების მონაწილეებისთვის
მასტერ კლასის მონაწილეებს ელოდებათ ექსკლუზიური პირობები:
- 20%-იანი ფასდაკლება ღეროვანი ტექნიკის სპეციალურ აპარატზე;
- 20%-იანი ფასდაკლება MAGIC BROWS-ის საავტორო პიგმენტებზე.
ეს არის უნიკალური შესაძლებლობა პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტებისთვის, რომლებიც ცდილობენ პროფესიული უნარების განვითარებას, თანამედროვე ტექნიკების შესწავლას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ცოდნის მიღებას.
არ გამოტოვოთ შესაძლებლობა ისწავლოთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო PMU ექსპერტისგან — HUONG TRA-სგან.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.