MAGIC BROWS – 4-დღიანი ინტენსიური კურსი

HUONG TRA-ს საავტორო MAGIC BROWS ტრენინგი საქართველოში – 4-დღიანი საერთაშორისო ინტენსიური კურსი
2026 წლის 1-4 ნოემბერს, თბილისში, ირინა სააკაშვილის საერთაშორისო PM კლუბის ორგანიზებით, გაიმართება პერმანენტული მაკიაჟის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საერთაშორისო ტრენინგი. მსოფლიოში აღიარებული PMU ექსპერტი HUONG TRA საქართველოში უკვე მეორედ ჩამოდის, რათა სპეციალისტებს საკუთარი საავტორო ტექნიკა – MAGIC BROWS გაუზიაროს.

რა არის MAGIC BROWS?
MAGIC BROWS არის ჰიპერრეალისტური ღეროვანი წარბის შექმნის უნიკალური ტექნიკა, რომელიც გამოირჩევა ბუნებრივი ვიზუალით, მრავალფეროვანი შტრიხებითა და შეხორცების სტაბილური, 100%-ით ეფექტური შედეგით. ეს მეთოდი საშუალებას აძლევს სპეციალისტებს შექმნან მაქსიმალურად ბუნებრივი წარბები, რომლებიც ინდივიდუალურად ერგება თითოეული კლიენტის სახის ფორმასა და კანის ტიპს.

რას მოიცავს ტრენინგი?
ოთხდღიანი ინტენსიური პროგრამა აერთიანებს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს სრულყოფილად დაეუფლონ MAGIC BROWS-ის ტექნიკას.

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება როგორც თეორიული, ასევე პრატიკული ნაწილი.
თეორიული ნაწილი მოიცავს:

  • აპარატებისა და ნემსების/კარტრიჯების სწორი შერჩევა;

  • პიგმენტების გამოყენების პრინციპები;

  • სხვადასხვა ტიპის კანის თავისებურებები;

  • ანესთეტიკების გამოყენება;

  • ნემსის დახრის ოპტიმალური კუთხეები;

  • კანთან სწორი კონტაქტის ტექნიკა;

  • ყველაზე გავრცელებული შეცდომები და მათი თავიდან აცილების პრაქტიკული გზები.

პრაქტიკული ნაწილში მონაწილეები იმუშავებენ როგორც ლატექსზე, ისე ცოცხალ მოდელებზე. პრაქტიკული სწავლება მოიცავს:

  • წარბის ესკიზებისა და შტრიხების შექმნის ტექნიკას;

  • ხელის სწორი პოზიციისა და მოძრაობის დამუშავებას;

  • 1RL და 3RL ნემსების/კარტრიჯების ეფექტურ გამოყენებას;

  • HUONG TRA-ს ცოცხალ დემონსტრაციას ლატექსზე;

  • მასტერ-კლასს მოდელზე;

  • პრაქტიკულ მუშაობას ცოცხალ მოდელებზე HUONG TRA-ს უშუალო ზედამხედველობით;

  • კითხვა-პასუხის სესიებს, შეცდომების დეტალურ ანალიზსა და ინდივიდუალურ რეკომენდაციებს მთელი ტრენინგის განმავლობაში.

რას მიიღებენ მონაწილეები?
კურსის თითოეული მონაწილე მიიღებს:

  • პროფესიონალურ სახელმძღვანელოს, რომელიც მოიცავს 10 სხვადასხვა ტიპის წარბის ესკიზს ქალებისა და მამაკაცებისთვის (აზიური და ევროპული ტექნიკები);

  • პროფესიონალური ფოტოგრაფიისა და ვიდეოგრაფიის გზამკვლევს, რომელიც დაეხმარება საკუთარი ნამუშევრების ეფექტურად წარმოჩენაში.

დამატებითი ბონუსები
ტრენინგის დაწყებამდე ერთი თვით ადრე მონაწილეები მიიღებენ ონლაინ მოსამზადებელ ვიდეოკურსს, რაც მათ საშუალებას მისცემს პრაქტიკულ ნაწილს უკეთ მომზადებულები შეხვდნენ.
გარდა ამისა, ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცემა MAGIC BROWS-ის ექსკლუზიური პიგმენტები.

საერთაშორისო სერტიფიკატი
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა **MAGIC BROWS-ის საერთაშორისო სერტიფიკატი**, რომელიც ადასტურებს ტექნიკის ოფიციალურად დაუფლებას და ზრდის სპეციალისტის პროფესიულ კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზარზე.

ტრენინგზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ მსურველებს რეკომენდებულია რეგისტრაცია წინასწარ.