აიმაღლეთ კვალიფიკაცია ACADEMY TINEL GEORGIA-ს პროფესიულ კურსზე
თუ გსურთ გაიღრმაოთ ცოდნა და დაეუფლოთ პერმანენტული მაკიაჟის თანამედროვე ტექნიკებს, ACADEMY TINEL GEORGIA გიწვევთ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსზე, რომელიც 20–31 ივლისს გაიმართება.
კურსს გაუძღვება საერთაშორისო გამოცდილების მქონე ტრენერი მანი პეტროსიანი, რომელიც მონაწილეებს გაუზიარებს როგორც თეორიულ ცოდნას, ისე მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას.
სასწავლო პროგრამა მოიცავს ქოლორისტიკას, კონტენტის შექმნასა და მართვას, ასევე წარბის, ტუჩისა და კლასიკური ლაინერის პერმანენტული მაკიაჟის თანამედროვე ტექნიკებს.
კურსის ფარგლებში მონაწილეები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, შეისწავლიან მშრალი პიგმენტებით მუშაობის ტექნიკას, დაესწრებიან ტრენერის მასტერ-კლასებს და იმუშავებენ მოდელებზე ინდივიდუალური პრაქტიკის ფორმატში. პროგრამა ასევე მოიცავს პროფესიონალურ ფოტოსესიასა და ლექციას კონტენტის შექმნისა და სოციალური მედიის ეფექტურად მართვის შესახებ.
მონაწილეები დამატებით საჩუქრად მიიღებენ პიგმენტებს, ნემსებს/კარტრიჯებს, კანის სასწავლო მასალას, აპარატს, ანესთეტიკს, მოვლის საშუალებებსა და ნამუშევრების პროფესიონალურ ფოტოგადაღებას მაკრო ლინზით.
განსაკუთრებული ბონუსის სახით კურსში შედის PANTERA-ს ყურის გახვრეტის ახალი ტექნოლოგიის მასტერ-კლასი და პრაქტიკული ტრენინგი.კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს გადაეცემა დიპლომი, სერტიფიკატი და სპეციალური თასი.
კურსის ღირებულებაა 2500 ლარი.
თუ გსურთ მიიღოთ ცოდნა, რომელიც დაფუძნებულია მრავალწლიან გამოცდილებაზე, საერთაშორისო სტანდარტებსა და თანამედროვე პრაქტიკაზე, ACADEMY TINEL GEORGIA სწორედ ის ადგილია, სადაც შეძლებთ თქვენი პროფესიული შესაძლებლობების ახალ დონეზე აყვანას.
რეგისტრაცია უკვე დაიწყო. ადგილების რაოდენობა კი შეზღუდულია.