ბრენდი:THE PIGMENT
THE PIGMENT წარბის პიგმენტი Dark Chocolate 15 მლ.
- კატეგორია: წარბის პიგმენტები
- კოდი:TP92070
- მოცულობა:15 მლ.
- ფერი:ყავისფერი
- შემადგენლობა: ჰიბრიდული
- ტექსტურა: თხევადი
- ვადა წარმოებიდან: 3 წელი
- ვადა გახსნიდან: 12 თვე
Dark Chocolate - ღრმა ყავისფერი ტონია თბილი ფუძით, რომელიც განკუთვნილია მუქი წარბებისთვის და ყავისფერი ან შავი თმის ფერის მქონე მომხმარებლისთვის. ეს შეფერილობა იძლევა უფრო გამოკვეთილ და ღრმა პიგმენტაციას, თუმცა ამავდროულად ინარჩუნებს ტონალობის სრულ კონტროლს.
პიგმენტი უზრუნველყოფს სტაბილურ, გაჯერებულ ეფექტს მუქ ყავისფერ ტონში, შეხორცების შემდეგ ფერის არასასურველი გაცივების გარეშე. თბილი ბაზა ქმნის ბუნებრივ წარბის იერს და იცავს ნაცრისფერი შედეგისგან, თუნდაც მაღალი ინტენსივობით მუშაობისას.
Dark Chocolate შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დამოუკიდებლად, ასევე შერევის პიგმენტად. Dark Chocolate - თან შერევისას შესაძლებელია ყავისფერის მრავალფეროვანი შუალედური ტონების შექმნა, რომელიც ადაპტირდება კანის ტიპზე, თმის ფერზე და სასურველ შედეგზე.
როგორც The Pigment - ს ხაზის სხვა ფერები, Dark Chocolate ნეიტრალური და უნივერსალური ხასიათისაა. მთელი ხაზი შექმნილია მაქსიმალური მოქნილობისთვის, ფერების შერევის შესაძლებლობისთვის და წინასწარ პროგნოზირებადი, სტაბილური შედეგებისთვის.
Dark Chocolate - პიგმენტი, შექმნილია წყლისა და გლიკოლის ბაზაზე გლიცერინის დამატებით, რაც უზრუნველყოფს ფორმულის სტაბილურობას და სრულ კონტროლს პროცედურის დროს. ეს სისტემა იძლევა პროგნოზირებად ქცევას კანში, თუნდაც უფრო მუქ და გაჯერებულ ტონებთან მუშაობისას.
PVP კომპონენტი სტაბილიზაციას უკეთებს პიგმენტის განაწილებას და ამცირებს მისი მიგრაციის რისკს კანში შესვლის შემდეგ. შედეგად, ფერი თანაბრად ნაწილდება და შეხორცებული შედეგი ემთხვევა პროცედურის დროს მიღებულ ეფექტს, უკონტროლო გამუქების გარეშე.
ფორმულაში Carbon Black (CI 77266) გამოიყენება კონტროლირებულ რაოდენობაში და დაბალანსებულია წითელ და ყვითელ პიგმენტებთან, რაც უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას და გამორიცხავს ნაცრისფერი ან ცივი ტონის მიღებას.
ფორმულა უზრუნველყოფს კონტროლირებად გაჯერებადობას როგორც დამოუკიდებლად გამოყენებისას, ისე Medium Brown - თან შერევისას. შეხორცებული შედეგი არის სტაბილური და პროგნოზირებადი, ხოლო ფერი ინარჩუნებს ერთგვაროვან ხასიათს დროთა განმავლობაში.
Dark Chocolate - პიგმენტი, შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის: მშრალი, ნორმალური, ცხიმიანი და ასაკობრივი.
შემადგენლობა:
Glycerin, Propylene Glycol, Ethanol, CI 200310, CI 71105, CI 77491, CI 56110, Aqua, CI 77266, CI 77891, PVP, Hamamelis Virginiana (Witch Hazel) Leaf Extract.
გამოყენების წესი:
მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისთვის. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. შეინახეთ გრილ, ბნელ და მშრალ ადგილას. გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 12 თვის განმავლობაში